20 სექტემბერი 2026, 17:40
ბოტანიკური ბაღში იკებანას მასტერკლასი გაიმართა
საზოგადოება

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი
გაზიარება
ბოტანიკურ ბაღში გამართულ იკებანას მასტერკლასს სოგეცუს სკოლის იკებანას იაპონელი ოსტატი ტანიგუჩი ჩიეკო უძღვებოდა.
მონაწილეები იაპონური ყვავილების კომპოზიციის შექმნის ძირითად პრინციპებსა და თანამედროვე მიდგომას გაეცნენ.
ღონისძიება ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, საქართველოში იაპონიის საელჩოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ის იაპონური კულტურის პოპულარიზაციასა და საქართველოსა და იაპონიას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურებოდა.




