19 სექტემბერი 2026, 23:22
„საქართველოს რკინიგზა“: აჭარის რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნული მიმართულებით მატარებლების გადაადგილებას გარკვეული შეფერხებები შეექმნა - საქართველოს რკინიგზის სამსახურები, შესაბამის უწყებებთან ერთად, მატარებლების გადაადგილების უმოკლეს დროში აღსადგენად აქტიური რეჟიმით მუშაობენ
საზოგადოება

ფოტო: საქართველოს რკინიგზა
გაზიარება
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, აჭარის რეგიონში არსებული უამინდობის გამო, მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია.
„აჭარის რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნული მიმართულებით მატარებლების გადაადგილებას გარკვეული შეფერხებები შეექმნა. კერძოდ, ძლიერი წვიმის შედეგად, ზოგიერთ მონაკვეთზე ჩამოსულმა მიწის მასამ გამოიწვია შეფერხებები ლიანდაგებზე.
საქართველოს რკინიგზის სამსახურები, შესაბამის უწყებებთან ერთად, მატარებლების გადაადგილების უმოკლეს დროში აღსადგენად აქტიური რეჟიმით მუშაობენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.




