19 სექტემბერი 2026, 11:02
თბილისში 1 600 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
თბილისში, უპრეცედენტო მასშტაბის საცხოვრებელ კომპლექსში, 1 600 დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემა. შეკრებილებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიმართა.
ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დევნილი ოჯახები ესწრებიან.




