15 სექტემბერი 2026, 21:27
დამსაქმებელთა ფინანსური წნეხის შემსუბუქება და დასაქმებულთა ინტერესის დაცვა - დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საზოგადოება

ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
გაზიარება
საპენსიო შენატანების დავალიანების მქონე 13 500-მდე კომპანიას დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება - პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.
ინიციატივა დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს, წლის ბოლომდე დაგროვილი საპენსიო დავალიანების სრულად დაფარვის შემთხვევაში, ფინანსური სანქციებისგან გათავისუფლდნენ.
პროექტი ასევე ითვალისწინებს მომავალი ჯარიმების ოდენობის შემცირებასა და საპენსიო ფონდში სპეციალური დავების საბჭოს შექმნას.
ვრცლად იხილეთ რატი მეტრეველის სიუჟეტი.




