თამარ მახარაშვილი: არაქართულენოვან მოსახლეობას ესმის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რომ სახელმწიფო ენის სწავლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მათივე სურვილის მიხედვით, ცალკე გავხსენით ქართული სექტორები
საზოგადოება

ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
21 არაქართულენოვან სკოლაში ცალკე გაიხსნა ქართული სექტორი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა.
მისივე თქმით, არაქართულენოვან მოსახლეობას ესმის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რომ სახელმწიფო ენის სწავლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მათივე სურვილის მიხედვით, ცალკე გაიხსნა ქართული სექტორები.
„არის კიდევ ერთი სიახლე, სახელმწიფომ პირველად აამუშავა მნიშვნელოვანი პლატფორმა, ეს გახლავთ პლატფორმა, რომლითაც ყველა სკოლაში კონკრეტული კითხვარებით 400 000-ზე მეტი მონაცემი ამოვიღეთ. სასკოლო საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეეძლო ანონიმურად მოეწოდებინა მათი პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია. დღეს 2 085 საჯარო სკოლიდან თითოეულმა იცის, სად რა ტიპის პრობლემა აქვს და როგორ შეუძლია, რომ ამ გამოწვევას თვალი გაუსწოროს“, - აღნიშნა თამარ მახარაშვილმა.




