13 სექტემბერი 2026, 14:47
საქართველოს ფოსტის ინიციატივით დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
საქართველოს ფოსტის ინიციატივით, დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება.
სტუმრებს საშუალება აქვთ განსხვავებული ფორმით გაეცნონ ქართულ საფოსტო მარკებს, დაათვალიერონ, შეიძინონ და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობაში.
ფესტივალის მთავარი მიზანია, საფოსტო მარკა საზოგადოებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდეს როგორც ქართული ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. ფესტივალი აერთიანებს, როგორც საფოსტო მარკების კოლექციონერებს, ისე მათ, ვინც პირველად აღმოაჩინეს მარკების ისტორია და დიზაინი.





