დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები სრულდება
საზოგადოება

ფოტო: Facebook
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დასრულდება. აბიტურიენტები პროცესს სამოქალაქო გამოცდის ტესტირებით დაასრულებენ. გამოცდების მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ქუთაისში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში დააკვირდება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგამოცდო ცენტრებში სპეციალური წესები მოქმედებს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქვეყანაში 6 ივლისს დაიწყო. 10 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შემდეგ კორონავირუსი ერთ აბიტურიენტს დაუდასტურდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ინფიცირებულს საგამოცდო პროცესის დასრულების საშუალება იმ სამედიცინო დაწესებულებაში მიეცა, სადაც ის მკურნალობს.





