თიკო ქობულაშვილი
ადვოკატი: სპეცოპერაციის დროს დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ
სამართალი

სპეცოპერაცია
ფოტო: თიკა ქობულაშვილი
წუხელ სპეცოპერაციისას დაკავებულთაგან ორის - ჯემალ ელიავას და თორნიკე ჩუტკერაშვილის ადვოკატის განცხადებით ისინი კლუბის გარეთ სხვადასხვა ლოკაციებზე დააკავეს. ადვოკატი გიორგი სიმონიშვილის თქმით ისინი ბრალს არ აღიარებენ. მისივე განმარტებით, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს დაკავებულების სახლებში, მაგრამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 30-მდე პირი. დაუზუსტებელი მონაცემებით, მათ შორის ორი უცხოეთის მოქალაქეა.
შსს-ს ცნობით, დღეს კლუბ "ბასიანსა" და "გალერიში" სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი 8 პირი. მანამდე, სამართალდემცელები კლუბში შევიდნენ, იქ მყოფი სტუმრები გარეთ გაიყვანეს და შენობაში დაწესებულების თანამშრომლები დატოვეს.
"იმედინიუსის" ინფორმაციით, პოლიციელებთან შეტაკებების დროს, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.




