სულხან თამაზაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას
სამართალი

სულხან თამაზაშვილი
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
მინდა მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას, - განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ბათუმში გუშინ მომხდარი ინციდენტის შეფასებისას.
მისივე თქმით, მათი მიზანი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.
„მიმაჩნია, რომ ძალიან ღირსეულად გაართვეს თავი ბიჭებმა ამ ამოცანას და მინდა მადლობა გადავუხადო. ამ ღონისძიებების ფარგლებში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოთხმა თანამშრომელმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება და ვუსურვებ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა თამაზაშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, საფეხბურთო კლუბების „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.




