თემურ მღებრიშვილი: სიტუაციას ართულებს ის, რომ ჩახერგილია, ჩამოშლილია ძალიან მცირე ფრაგმენტებად ნაშალი მასალა და რაც გამოწვევად რჩება, ეს არის ხელახალი ნგრევის საფრთხე
სამართალი

თემურ მღებრიშვილი
ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სამძებრო სამუშაოებს ხელახალი ნგრევის საფრთხე ართულებს.
ის ჟურნალისტებს ნანგრევებიდან ამოყვანილ 3 წლის გოგონაზე ესაუბრა.
„ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოყვანილია 3 წლის გოგონა. ზუსტ დიაგნოზს ვერ გეტყვით, მაგრამ ფიზიკური და გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ამ დროისთვის უწყვეტად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.
სიტუაციას ართულებს ის, რომ ჩახერგილია, ჩამოშლილია ძალიან მცირე ფრაგმენტებად ნაშალი მასალა და ამასთან ერთად, რაც გამოწვევად რჩება, ეს არის ხელახალი ნგრევის საფრთხე“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მაშველებმა ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებიდან ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს. მაშველები შემთხვევის ადგილზე სამაშველო-სამძებრო ღონისძიებებს განაგრძობენ. ნანგრევებში კიდევ 6 ადამიანი რჩება.
აფეთქება ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში დილით მოხდა. როგორც შშმ პირი ჰყვება, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.





