რევაზ ნადარაია ბიბილაშვილს: რაც შეეხება მოსარჩელეებისკენ ხელის გაშვერას, რომ კონფერენცია აღინიშნა მოსარჩელეებთან ერთად, არცერთი არ იყო პარლამენტის თავმჯდომარის გარდა. ესეც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, კონფერენციაზე იყო სამეცნიერო საზოგადოება და გახსნით ცერემონიაზე იყვნენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები
სამართალი

ფოტო: ვიდეოკადრი
რაც შეეხება მოსარჩელეებისკენ ხელის გაშვერას, რომ კონფერენცია აღინიშნა მოსარჩელეებთან ერთად, არცერთი არ იყო, პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, - ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებას.
კერძოდ, ზაზა ბიბილაშვილმა თქვა, „სხვათა შორის, მე არ მომილოცია სასამართლოს 30 წლისთავი, რომელიც წინა თუ იმის წინა კვირაში აღნიშნეთ მოსარჩელე მხარესთან ერთად“.
„რაც შეეხება კონფერენციას, მოწვევასთან დაკავშირებითაც გამოიხატა პრეტენზიები და არავისთან ვარ ვალდებული [ავუხსნა], ვინ მოვიწვიეთ და ვინ არა. იყო სამეცნიერო საზოგადოება და გახსნით ცერემონიაზე იყვნენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები. რაც შეეხება მოსარჩელეებისკენ ხელის გაშვერას, რომ კონფერენცია აღინიშნა მოსარჩელეებთან ერთად, არცერთი არ იყო, პარლამენტის თავმჯდომარის გარდა. ესეც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“, - დასძინა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.





