კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ, დავით სტურუამ და დავით ჟღენტმა ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დანაშაული აღიარეს - მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
სამართალი

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ, დავით სტურუამ და დავით ჟღენტმა ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დანაშაული აღიარეს და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. სააპელაციო სასამართლომ პროკურატურისა და მსჯავრდებულების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი დაამტკიცა.
რაც შეეხება ძებნილ ია დარახველიძეს, მის მიმართ სასჯელი უცვლელი დარჩა და რჩება მიმალვაში.
„მათ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და მოგვმართეს განცხადებით, რის შემდეგაც გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. წარდგენილ ბრალდებებში თითოეული მათგანი დამნაშავედ არის ცნობილი და განესაზღვრათ 1 წელი და 2 თვე თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი.
64-დან 50-მდე პირმა უკვე აღიარა ჩადენილი დანაშაული. თითოეულ მათგანს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და უმეტესობამ უკვე დატოვა საპატიმრო დაწესებულებები“, - განაცხადა პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.





