4 ოქტომბრის საქმე, აღიარებული დანაშაული და საპროცესო შეთანხმებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამართალი

ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი მოვლენებიდან წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმის მთავარი ფიგურანტების დიდმა ნაწილმა წარდგენილი ბრალდება აღიარა და სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისთვის გასამართლებულმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ ბრალდების მხარესთან შეთანხმებას მიაღწიეს, რის შემდეგაც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა პოლიტიკური საქმიანობის დასრულების შესახებაც განაცხადა.
წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნეს ამავე ეპიზოდის სხვა ფიგურანტებმა ირაკლი ჩხვირკიამ და გური ჟვანიამაც. სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, მსჯავრდებულთა მიერ ბრალეულობის დადასტურებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის სცენარი გარედან იყო ინსპირირებული.
მარიამ ქართველიშვილის სიუჟეტი.




