29 ოქტომბერი 2026, 11:08
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი წარადგინა
სამართალი

ივანე მჭედლიშვილი
ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
გაზიარება
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რონი მესხმა, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორი, ივანე მჭედლიშვილი წარუდგინა. ივანე მჭედლიშვილი ამ დრომდე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მინისტრის პირველმა მოადგილემ ივანე მჭედლიშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.





