რევაზ ნადარაია ნიკა გვარამიას: თქვენგან სასამართლომ უნდა მოისმინოს ის არგუმენტები, რაც მოსარჩელის პოზიციას გააბათილებს. თქვენ ახლა უბრალოდ დგახართ და პოლიტიკურად აკრიტიკებთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ მომართავთ სასამართლოს
სამართალი

ფოტო: ვიდეოკადრი
„თქვენგან სასამართლომ უნდა მოისმინოს ის არგუმენტები, რაც მოსარჩელის პოზიციას გააბათილებს. თქვენ ახლა უბრალოდ დგახართ და პოლიტიკურად აკრიტიკებთ“, - განაცხადა საკონსტიტუციოს სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ნიკა გვარამიას პასუხად.
ნადარაიას თქმით, პოლიტიკური შეფასება სასამართლოს არ სჭირდება.
„დიახ, დასკვნა უნდა შევაფასოთ, გარემოებები უნდა შევაფასოთ, რაც სარჩელშია მითითებული. წინააღმდეგობაში მოდიხართ თქვენივე განცხადებასთან. თან ამბობთ იმას, რომ ჩემი განცხადებები არ მიემართება „ქართული ოცნების“, ასე ვთქვათ, აკრძალვის მოთხოვნას, მაგრამ არის მათი კრიტიკა და ეს კრიტიკა რაში ეხმარება სასამართლოს. თქვენგან სასამართლომ უნდა მოისმინოს ის არგუმენტები, რაც მოსარჩელის პოზიციას გააბათილებს. თქვენ ახლა უბრალოდ დგახართ და პოლიტიკურად აკრიტიკებთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ მომართავთ სასამართლოს“, - მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკა გვარამიას.





