საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება
სამართალი

დიტო ჩუბინიძე
ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულის, გაზეთ „ასავალ-დასავალის" წარმომადგენლის დიტო ჩუბინიძის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.
როგორც პროკურატურა განმარტავს, 2026 წლის თებერვლიდან ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალების და სოციალური პლატფორმის გამოყენებით სისტემატურად ავრცელებდა ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე 2026 წლის 22 ოქტომბერს დააკავა.





