საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
სამართალი

ფოტო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში, ჯამში, 35 000 აშშ დოლარის ოდენობის 350 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად ამოიღეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





