პროკურორი ე.წ. ჩორჩანის საქმეზე გიორგი გახარიას პროცესზე დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვის შემდეგ: პროცესზე გამოკითხული ორი მოწმიდან, ორივე აწვდის სასამართლოს გარკვეულ ინფორმაციას, თუმცა ვერ ადასტურებს, ვისგანაც ეს ინფორმაცია გააჩნიათ
სამართალი

თამარ იაკობიძე
ვიდეო/კადრი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანის საქმეზე გიორგი გახარიას პროცესი გაიმართა. პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. გამოიკითხნენ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები - შალვა კერესელიძე და ქეთევან ბაკარაძე.
„იმ პერიოდში მე გახლდით სახელმწიფო რწმუნებული. ჩემს რეგიონში შემოდიოდა საოკუპაციო ხაზს მიღმა არსებული სოფლები. მივაწოდე ინფორმაცია, რამდენად აქტიურად ვიყავი ჩართული თითოეულ პრობლემაში, თითოეულ საკითხში“, - განაცხადა მოწმე შალვა კერესელიძემ.
საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, გამოიკითხნენ ირიბი ინფორმაციის მატარებელი მოწმეები.
„პროცესზე გამოკითხული ორი მოწმიდან, ორივე აწვდის სასამართლოს გარკვეულ ინფორმაციას, თუმცა ვერ ადასტურებს ვისგანაც ეს ინფორმაცია გააჩნიათ. მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საპასუხოდ, ბრალდების მხარეს დაკითხული ჰყავს რამდენიმე ათეული მოწმე, რომლებიც წარმოადგენენ სოფელ ჩორჩანას და მიმდებარედ მცხოვრებლებს და 2019 წლის აგვისტომდე და აგვისტოს შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, მათ სასამართლოს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა თამარ იაკობიძემ.




