არჩილ გორდულაძე თამაზ ელიზბარაშვილზე: გამოდის, რომ „იმედის“ თანამშრომლებზე თავდასხმა, რაც ბრალში აქვს წარდგენილი, არ ყოფილა. მანამდე ტყუილს ამბობდა, ახლა სიმართლეს ამბობს? საკუთარ საუბარში არის არეული სამწუხაროდ ეს ადამიანი
სამართალი

არჩილ გორდულაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ბრალდებულის აღიარება რამდენად არის აღიარება, რამდენად მოინანია, რამდენად იაზრებს საკუთარ ნამოქმედარს და წუხს ამასთან დაკავშირებით, ეს არის ბრალდების მხარის შესაფასებელი და შემდგომ უნდა დაადასტუროს სასამართლომ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე საუბრისას.
მისივე თქმით, თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საუბარში არის არეული.
„გამოდის, რომ „იმედის“ თანამშრომლებზე თავდასხმა, რაც ბრალში აქვს წარდგენილი, არ ყოფილა. მანამდე ტყუილს ამბობდა, ახლა სიმართლეს ამბობს? საკუთარ საუბარში არის არეული, სამწუხაროდ, ეს ადამიანი“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს მუქარას და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. ამის შესახებ თავის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.





