05 ოქტომბერი 2026, 19:43
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მსჯავრდადებულ საბა სხვიტარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულ სიცრუეს უწოდებენ
სამართალი

გაზიარება
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულ სიცრუეს უწოდებენ მსჯავრდადებულ საბა სხვიტარიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თითქოს მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში ერთმა მსჯავრდადებულმა ვენები გადაიჭრა, ხოლო რამდენიმე პატიმარი შიმშილობს.
როგორც „იმედინიუსს“ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, არც პატიმრის მიერ ვენების გადაჭრა, არც შიმშილობა და არც სხვიტარიძის პოსტში მოყვანილი ფაქტები რეალობას არ შეესაბამება.
მათივე ინფორმაციით, მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა და განსაკუთრებული არაფერი ხდება.





