11 სექტემბერი 2026, 18:05
სამართალდამცველებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს
სამართალი

ფოტო: ვიდეო/კადრი
გაზიარება
საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს.
„იმედის“ ინფორმაციით, დაკავებას სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლები დაედო საფუძვლად.
გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადება 19:00 საათზე გაკეთდება.
გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით გამოძიება 7 აგვისტოს დაიწყო. საქმე ეხება ბარამიძის განცხადებას, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ.





