27 ნოემბერი 2020, 10:43
http://imedi.ge/
ქარელში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციას 2 ადამიანი ემსხვერპლა
სამართალი

ფოტო: არქივი
გაზიარება
ქარელში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით 2 ადამიანი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი არიან მუშები, რომლებიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციაა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.





