27 ნოემბერი 2026, 15:06
ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რეგიონი

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
გაზიარება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარის საავტომობილო გზის კმ54-კმ88 (ზეკარის უღელტეხილი) მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.





