17 ნოემბერი 2026, 12:03
ქუთაისის მერიაში ისრაელის ელჩს საქართველოში ვალიდ აბუ ჰაიას უმასპინძლეს
რეგიონი

ფოტო: ქუთაისის მერია
გაზიარება
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია, ისრაელის ელჩს საქართველოში ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდნენ.
ისრაელის ელჩი ქუთაისში გაცნობითი სახის შეხვედრებს მართავს. შეხვედრაზე ისაუბრეს ქართულ-ებრაული ურთიერთობების საუკეთესო ტრადიციებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა მადლობა, გადაუხადა ისრაელის ელჩს სტუმრობისთვის და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.





