29 ოქტომბერი 2026, 09:41
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ რამდენიმე სოფელში მოსახლეობასთან დასკვნითი შეხვედრები გამართა
რეგიონი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე სოფელში მოსახლეობასთან დასკვნითი შეხვედრები გამართა. შეხვედრების შედეგად მთავარ პრიორიტეტად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გამოიკვეთა.
მოსახლეობის საჭიროებები გათვალისწინებული იქნება 2027 წლის პროექტების შედგენისას. შეხვედრაზე ადგილობრივებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ.





