25 ოქტომბერი 2026, 17:18
პატრიარქი შიო მესამე აჭარაში დღეს მონათლულებს ლოცავს - აჭარაში იმყოფებიან პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე
რეგიონი

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
გაზიარება
პატრიარქის შიო მესამის განცხადებით, ზემო აჭარაში 1300-მდე ადამიანი მოინათლა.
მისივე თქმით, ამ დიდ სიხარულს უერთდება მთელი საქართველო.
პატრიარქმა ნათლობის შემდეგ ტაძართან შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი საყოველთაო ნათლობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
დღევანდელ საყოფელთაო ნათლობას საქართველოს პრეზიდენტი ესწრება. მიხეილ ყაველაშვილმა შეკრებილ მრევლს ასევე მიმართა.
აჭარაში იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მან შეკრებილებს სიტყვით მიმართა.





