პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, პირველკლასელებთან ერთად ახალციხის მერმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ახალციხეში ნერგები დარგეს
რეგიონი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, პირველკლასელებთან ერთად ახალციხის მერმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ახალციხეში ნერგები დარგეს.
მთავრობის ინიციატივით, 22 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით, თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში 41 000-ზე მეტი ნერგი დაირგვება.
პროგრამის მიზანია, ადრეული ასაკიდან ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება. საკუთარი პირველი ნერგის დარგვით ბავშვები ქვეყნის გამწვანებაში მონაწილეობენ.





