23 მარტი 2021, 21:35
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა
რეგიონი

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
გაზიარება
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვის ცვენისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 23 მარტის 21:00 საათიდან 24 მარტის 08:00 საათამდეა აკრძალული.





