ანა შეპკინა
გორის აგრარული ბაზარი მუშაობას ხვალიდან განაახლებს
რეგიონი

ფოტო: ანა შეპკინა
გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე აგრარული ბაზარი მუშაობას ხვალიდან განაახლებს. სავაჭრო დაწესებულებაში სრულადაა დაცული სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები. აგრარული ბაზარი შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ისინი ბაზარში არსებულ სიტუაციას გაეცნენ, თუ რამდენად მომზადებული ხვდება ფერმერებისა და მომხმარებლებს.
ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია, COVID 19-ით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად უზრუნველყოს მომხმარებელთა ნაკადის დაცვა, რისთვისაც სავაჭრო ობიექტის შესასვლელი და გასასვლელი გაიმიჯნა შესაბამისი ნიშნების მითითებით. ასევე, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის დეზინფექცია უნდა განხორციელდეს ინტენსიურად, ბაზრის ფინქციონირების გსნახლების შემდეგ, ტერიტორიაზე მყიდველები პირბადისა და ერთჯერადი ხელთათმანის გარეშე არ დაიშვებიან. დადგენილი წესების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება.
დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, 27 აპრილიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარულ ბაზრებს სამუშაოს განახლების უფლება მიეცათ. თუმცა, მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.





