29 მარტი 2020, 20:51
კახაბერ კუპატაძე
ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
რეგიონი

ფოტო: კახაბერ კუპატაძე
გაზიარება
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძარს 80 წლამდე ქალი ემსხვერპლა. სახლს ცეცხლი ცოტა ხნის წინ მოედო და ოთახებზე გავრცელდა, რის გამოც მეზობლებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. რა გახდა ცეცხლის აალების მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ამ დრომდე ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო -სამაშველო ეკიპაჟები.





