გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობას“ თავის სატელიტებთან ერთად მხარს არ უჭერს მისივე ამომრჩევლის უმრავლესობა იმ პოლიტიკაში, რა პოლიტიკაც აირჩია. მაგალითად, პარლამენტში არ შესვლა, რადიკალური აქციები, შტურმები პრეზიდენტის სასახლეზე, პარლამენტზე და ა.შ.
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ნაცმოძრაობას“ თავის სატელიტებთან ერთად მხარს არ უჭერს მისივე ამომრჩევლის უმრავლესობა იმ პოლიტიკაში, რა პოლიტიკაც აირჩია, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის გუშინდელი აქციის შეფასებისას.
მაჭარაშვილის თქვით, ეს პოლიტიკაა პარლამენტში არშესვლა, რადიკალური აქციები, შტურმები პრეზიდენტის სასახლეზე, პარლამენტზე და ა.შ.
„ნაცმოძრაობას“ თავის სატელიტებთან ერთად მხარს არ უჭერს მისივე ამომრჩევლის უმრავლესობა იმ პოლიტიკაში, რა პოლიტიკაც აირჩია. მაგალითად, პარლამენტში არშესვლა, რადიკალური აქციები, შტურმები პრეზიდენტის სასახლეზე, პარლამენტზე და ა.შ. ასევე, ვითომ ნარატივი ე.წ. ევროპული ღირებულებების, ვინაიდან ყველამ კარგად დაინახა, სამწუხაროდ ევრობიუროკრატია ებრძვის საქართველოს სახელმწიფოს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ამიტომაც არის, რომ ასეთი ტიპის აქციები ყოველთვის, ნებისმიერ შემთხვევაში მინელდება. რა თქმა უნდა, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ ახლა ტალღა კი არა, ცუნამი გადაუვლის საქართველოს, როგორც ყოველთვის, ეს არ გამართლდება ხოლმე“, - აღნიშნა მან.





