პრემიერი: 35%-ზე მეტს ვხარჯავთ სოციალური მიმართულებით, ეს არის ზუსტად სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა, რაც არის პირდაპირ ბიუჯეტში ასახული
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
35%-ზე მეტს ვხარჯავთ სოციალური მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის ზუსტად სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა, რაც არის პირდაპირ ბიუჯეტში ასახული და ეს არის პირდაპირი ციფრები.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სხვა ჯანდაცვის პროგრამები, პენსიების ზრდა ბიუჯეტის ზრდაზე მეტად - ბიუჯეტზე მეტად გაიზარდა პროცენტულად პენსია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, 415 ლარი გახდა მინიმალური პენსია, თუმცა ბუნებრივია ესეც ცოტაა, მაგრამ ბიუჯეტს რაც შეუძლია, იმის მაქსიმუმს აკეთებ. ბიუჯეტს იქით ხომ ვერ გაზრდი პენსიას, ხომ შეუძლებელია ეს ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერმა.





