სოსო მანჯავიძე: ის სქემები, რომლებიც დაგეგმილი იყო USAID-ის მიერ, ამჟამად ევროკავშირის მიერ ხორციელდება. ფაქტობრივად ეს არის კოგნიტური ომის წარმოების ტექნოლოგიები. კოგნიტური ომის წარმოება გულისხმობს ადამიანებში ისეთი წარმოსახვის შექმნას, რომ ისინი მოქმედებდნენ, როგორც თვითმავალი ჭურვი, როგორც რობოტი. ისე, რომ მათ გამოიწვიონ საზოგადოების იმგვარი მოდერაცია, როგორიც აწყობს შემკვეთს
პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე
ვიდეო/კადრი
ის სქემები, რომლებიც დაგეგმილი იყო USAID-ის მიერ, ამჟამად ევროკავშირის მიერ ხორციელდება. ფაქტობრივად ეს არის კოგნიტური ომის წარმოების ტექნოლოგიები. კოგნიტური ომის წარმოება გულისხმობს ადამიანებში ისეთი წარმოსახვის შექმნას, რომ ისინი მოქმედებდნენ, როგორც თვითმავალი ჭურვი, როგორც რობოტი. ისე, რომ მათ გამოიწვიონ საზოგადოების იმგვარი მოდერაცია, როგორც აწყობს შემკვეთს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის განხილვისას.
მისი თქმით, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ტრაგიკომიკურ ფარსში გადავიდა.
„ერთგვარ ტრაგიკომიკურ ფარსში ვიმყოფებით, როდესაც ევროკავშირი გვეუბნება, თქვენ რომ გიწერიათ, ის 74-4 მუხლი შეასრულეთ, რასაც ჩვენ გეუბნებით, იმიტომ, რომ თუ არ ასრულებთ ჩვენს ნებას, ე.ი. თქვენს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებით და ჩვენ ვეუბნებით, რომ თქვენ თვითონ ეწინააღმდეგებით ევროკავშირის პრინციპებს და ჩვენ ვართ ნამდვილი ევროპელები. აი, ამ ჟანრში მიმდინარეობს ეს ვერბალური შეტაკებები საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის ბიუროკრატიას შორის. ცხადია, ეს საფრთხეს რომ არ შეიცავდეს, ძალიან სამხიარულო საყურებელი იქნებოდა. სამწუხაროდ, ეს არ არის კომედია, რომელსაც ვუყურებთ, ეს ჩვენი ქვეყნის ბედზეც აისახება. შესაბამისად, აისახება ჩვენს დამოკიდებულებაში მეზობლებთან. შიდა პოლიტიკურ დისკურსზეც ახდენს დამანგრეველ გავლენას. ამავე დროს ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ის სქემები, რომლებიც დაგეგმილი იყო USAID-ის მიერ, ამჟამად ევროკავშირის მიერ ხორციელდება. ფაქტობრივად ეს არის კოგნიტური ომის წარმოების ტექნოლოგიები. კოგნიტური ომის წარმოება გულისხმობს ადამიანებში ისეთი წარმოსახვის შექმნას, რომ ისინი მოქმედებდნენ, როგორც თვითმავალი ჭურვი, როგორც რობოტი. ისე, რომ მათ გამოიწვიონ საზოგადოების იმგვარი მოდერაცია, როგორც აწყობს შემკვეთს. ეს ძალიან მოხერხებული ტექნოლოგიებია, ძალიან დახვეწილი ტექნოლოგიებია, თუმცა ქართველი საზოგადოების საქებრად მინდა ვთქვა, რომ დიდმა ნაწილმა გამოიმუშავა ამის მიმართ მყარი მენტალური იმუნიტეტი და ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა სოსო მანჯავიძემ.





