საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბერლინში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 72-ე წლიურ სესიაში მონაწილეობს
პოლიტიკა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) 72-ე წლიურ სესიაში მონაწილეობს.
დელეგაციას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას გერმანიის პარლამენტი მასპინძლობს და მასში ალიანსის 32 წევრი სახელმწიფოსა და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის წევრები მონაწილეობენ.
სესიაზე განხილვის მთავარ თემებს წარმოადგენს: ალიანსის უსაფრთხოება, თავდაცვის ინდუსტრიის განვითარება, მეცნიერება და ტექნოლოგიები და უკრაინის მხარდაჭერა.
ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოვიდნენ: ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი ევგენი ხმარა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.





