თენგიზ შარამანაშვილი კონსტიტუციურ სარჩელზე: საქმეს წაიყვანენ მეორეხარისხოვანი განცხადებების ან შეხედულებების ვითომდა გამოკვლევით, რათა იმ საქმეებზე, რაც მძიმეა, არავინ ილაპარაკოს, ჩვენ ამას არ დავაშვებინებთ
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი
საქართველოს პარლამენტი
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
როგორც თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა" ეცდება, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას თავი აარიდოს.
„საქმეს წაიყვანენ მეორეხარისხოვანი განცხადებების ან შეხედულებების ვითომდა გამოკვლევით, რათა იმ საქმეებზე, რაც მძიმეა, არავინ არ ილაპარაკოს, არავინ არ შეაფასოს და იმას ყურადღება არავინ მიაქციოს. მაგრამ არ მგონია, რომ იმ ადამიანების ჯგუფს წააწყდნენ, რომლებიც ამას დააშვებინებენ. ჩვენ ამას არ დავაშვებინებთ", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 12:00 საათიდან განახლდება.





