ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ურტყამენ ყველაფერს, რაც რეალურად დემოკრატიულია, რაც პასუხისმგებლობიანმა ხელისუფლებამ უნდა აკეთოს და აკეთებს
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია
"ქართული ოცნება"
ურტყამენ ყველაფერს, რაც რეალურად დემოკრატიულია, რაც პასუხისმგებლობიანმა ხელისუფლებამ უნდა აკეთოს და აკეთებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ხელისუფლების რეაგირება ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშუალზე პასუხისმგებლობიანი პოლიტიკის დასტურია.
„კორუფციის ფაქტი გამომღჟავნდება და სახელმწიფოს ამაზე აქვს რეაგირება, არ აქვს მნიშვნელობა ყოფილი თანამდებობის პირია თუ მოქმედი.
აი, კონკრეტული საკითხი, სადღაც რაღაც ჯგუფი, რომელიღაც ქვეყანაში აყალბებს საბუთს, გამოიძიეს ეს ყველაფერი. ეს როგორ უნდა შემომიტრიალო მე, ხელისუფლებას? ხელისუფლებას რა უნდა შეუტრიალო იცით, რასაც უტრიალებდა ყველა ღირსეული ძალა 2012 წლამდე, როდესაც საქმეს კერავდნენ, რეალური დამნაშავეები რა პირობებში ჰყავდათ.
ყველაფერს ურტყამენ იმას, რაც რეალურად დემოკრატიულია, რაც პასუხისმგებლობიანმა ხელისუფლებამ უნდა აკეთოს და აკეთებს. კორუფციას ვებრძვით და არანაირი ინდულგენცია არ არსებობს. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული, ამაზე რეაგირება როცა აქვს პასუხისმგებლობიან ხელისუფლებას, ეს როგორ შეიძლება ხელისუფლების წინააღმდეგ შეატრიალო?“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.





