ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი თბილისში, ქართული დელეგაცია პეკინში - სტრატეგიული პარტნიორობის სამი წელი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი თბილისში, ქართული დელეგაცია პეკინში - ორი კვირაა ქართულ-ჩინური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესს ვადევნებთ თვალს.
სტრატეგიული პარტნიორობის სამი წლის თავზე ბევრი ხელშესახები შედეგი ვნახეთ - უვიზო მიმოსვლით დაწყებული, თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობით გაგრძელებული.
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნის. მზარდი სავაჭრო ბრუნვა, ჩინური ინვესტიციები და შუა დერეფნის მნიშვნელობა - თითქმის ყველა ორმხრივ შეხვედრაზე მთავარი თემებია.
როგორ იყენებს საქართველო ამ თანამშრომლობას საკუთარი ინტერესების გასაძლიერებლად და რა სარგებელს მოუტანს ეს პარტნიორობა ქვეყანას? საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა დინამიკაში - ნახეთ შორენა ხვიჩიას საავტორო რეპორტაჟში.





