დავით მათიკაშვილი „ვეტინგზე“: ამ ანტიკონსტიტუციურობაზე დათანხმება ნებისმიერი პოლიტიკური თუ ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ანტიკონსტიტუციურ ქმედებას, მცდელობას, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი უცხოელი პოლიტიკური აქტორების ხელით დაინგრეს
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკურმა აქტორებმა სუვერენულ სახელმწიფოში შეარჩიონ, დანიშნონ მოსამართლეები, შეაფასონ და გადააფასონ ისინი - ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპს. ამიტომ ე.წ. სამოქალაქო სექტორიდან კონკრეტულ პირებს სხვა მეტი არა დარჩენიათ რა, რომ პირდაპირ აღიარონ „ვეტინგის“ ანტიკონსტიტუციურობა, - განაცხადა „ვეტინგის“ შესახებ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა პოზიციის შეფასებისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
დავით მათიკაშვილი „ვეტინგზე“ დათანხმებას ანტიკონსტიტუციურ ქმედებად აფასებს.
„ამ ანტიკონსტიტუციურობაზე დათანხმება ნებისმიერი პოლიტიკური თუ ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ანტიკონსტიტუციურ ქმედებას, მცდელობას, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი უცხოელი პოლიტიკური აქტორების ხელით დაინგრეს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი გურამ იმნაძე ადასტურებს, რომ მოსამართლეთა ე.წ. ვეტინგი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რასაც ის ამართლებს.





