სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის საქართველო ერთ-ერთი მთავარი ენერგოდამაკავშირებელი ხდება. საქართველოს როლი და გაეროს კლიმატის 31-ე კონფერენციის ფარგლებში გაფორმებული ახალი სტრატეგიული დოკუმენტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ ვიდეოკადრი
საქართველო საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ეკოლოგიური ტრანსფორმაციის გლობალურ ინიციატივას უერთდება და შუა დერეფნის ეფექტიანობის გასაზრდელად კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის საქართველო ერთ-ერთი მთავარი ენერგოდამაკავშირებელი ხდება.
ანტალიაში მიმდინარე გაეროს კლიმატის 31-ე კონფერენციაზე, რომელსაც ასზე მეტი ქვეყნის ლიდერები ესწრებიან, ვიცე-პრემიერმა მარიამ ქვრივიშვილმა რეგიონული სატრანსპორტო კვანძის განვითარების ოთხი მთავარი საკითხი გამოკვეთა. სრულად ელექტრიფიცირებული რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის სრული დატვირთვით ამუშავება და 2029 წლისთვის დაგეგმილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ამოქმედება ქვეყნის მულტიმოდალურ დაკავშირებადობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
ვრცლად იხილეთ მაკუნა აბულაძის სიუჟეტი.





