არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: ოპოზიცია ელემენტარულ ტყუილებზე აგებს თავიანთ დაცვის პოზიციას. ფაქტებს ისინი ვერაფრით უპირისპირებენ, გარდა ტყუილების თქმისა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
საქართველოს პარლამენტი
ელემენტარულ ტყუილებზე აგებენ თავიანთ დაცვის პოზიციას. ფაქტებს ისინი ვერაფრით უპირისპირებენ, გარდა ტყუილების თქმისა, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას. მისივე თქმით, ოპოზიციას ტყუილების გარდა სათქმელი არაფერი აქვთ.
„ერთ-ერთი არაკონსტიტუციური პარტიის წარმომადგენელს უთქვამს სულ პუნქტ-პუნქტ დავშლით ამ სარჩელსო და როდესაც პროცესი დასრულდება ასე პუნქტ-პუქტ დაიშლება ის უსუსური თავდაცვის მცდელობა, რომლითაც მაგალითად ლელოელები ამტკიცებენ, რომ ალეკო ელისაშვილი მათთან არაფერ შუაშია, მაშინ როცა მეოცე ნომერი იყო", - აღნიშნა გორდულაძემ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 10 ნოემბრის 12:00 საათზე გაგრძელდება.





