04 ნოემბერი 2026, 19:34
მარტა კოსი: ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ კურსი უნდა შეცვალოს
პოლიტიკა

მარტა კოსი
ფოტო: X
გაზიარება
ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ კურსი უნდა შეცვალოს, - განაცხადა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა პრესკონფერენციაზე.
„ვადების განსაზღვრის საკითხს რაც შეეხება, თუ დოკუმენტს გაეცნობით, ნახავთ, რომ მონტენეგროს შემთხვევაში გეგმა ითვალისწინებს პროცესის გაგრძელებას გაწევრების ხელშეკრულების ხელმოწერამდე. ალბანეთის შემთხვევაში, განსაზღვრული ვადა 2027 წლის ბოლოა. რაც შეეხება დანარჩენ ორ ქვეყანას, მათთვის ჯერ საორიენტაციო ვადებიც კი არ გვაქვს დადასტურებული“, - აღნიშნა მან.





