ბაჩო ოდიშარია: ქართული ოპოზიცია თუ ოპოზიციურად განწყობილი სუბიექტები მუდმივად ეძებენ ლეგიტიმაციას ქვეყნის მიღმა. მათ არ გააჩნიათ არანაირი მხარდაჭერა საკუთარი ქვეყნის შიგნით და ყოველ ჯერზე ჰგონიათ, რომ როდესაც რაღაც მცირედით თუ დიდით იცვლება სხვა ქვეყანაში, ეს მათზე პირდაპირ გავლენას მოახდენს და მათ პოლიტიკურ გაძლიერებას ხელს შეუწყობს
პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია
ფოოტ: ვიდეოკადრი
ქართული ოპოზიცია თუ ოპოზიციურად განწყობილი სუბიექტები მუდმივად ეძებენ ლეგიტიმაციას ქვეყნის მიღმა. მათ არ გააჩნიათ არანაირი მხარდაჭერა საკუთარი ქვეყნის შიგნით და ყოველ ჯერზე ჰგონიათ, რომ როდესაც რაღაც მცირედით თუ დიდით იცვლება სხვა ქვეყანაში, ეს მათზე მოახდენს პირდაპირ გავლენას და მათ პოლიტიკურ გაძლიერებას ხელს შეუწყობს, - განაცხადა ეროვნული კინოცენტრის სტრატეგიული განვითარების დირექტორმა, ბაჩო ოდიშარიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“, რითაც გამოეხმაურა ქართული ოპოზიციის განცხადებებს ამერიკის შეერთებულ შტატებში 2026 წლის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით.
„სადაც კი არჩევნები ჩატარდა, ყველგან იმეორებენ, „ამის წყალი გადმოგვსხმოდეს“. დიდი ხანი მიდის წყლის სხმის ნატვრა ამ ადამიანების მხრიდან და საბოლოოდ ვხედავთ, რომ ეს ცვლილებები, რომელიც იყო უნგრეთში, მოლდოვაში, ახლა სიხარულის სივრცე გადავიდა აშშ-ში, ეს მათთვის არის მორიგი ილუზიის შექმნა, რომ იქ რაღაც შეიცვალა და ჩვენ ესენი დაგვეხმარებიან, რომ საქართველოში ხელისუფლება შევცვალოთ.
ამ ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რომ საქართველოში ხელისუფლებას ცვლის ქართველი ხალხი, დემოკრატიული პროცესი, რომელსაც არჩევნები ჰქვია“, - აღნიშნა ოდიშარიამ.





