დავით მათიკაშვილი: ჩვენ გადავწყვიტეთ სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება. შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში დაპატიჟა
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
შეხვედრა დაგეგმილია ქვეყნის პრეზიდენტთან, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე და ყირგიზეთის პრეზიდენტი ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ, - განუცხადა ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
„შუა აზიის მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური სწრაფვა არის მზარდი, ეს ეხება როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვან პროექტს, ასევე კულტურულ, სოციალურ კავშირებს, რომელიც ყირგიზეთსა და საქართველოს შორის არსებობს. გუშინ შევხვდით დიასპორის წარმომადგენლებს, შევხვდით ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო დელეგაციას, შეხვედრამ ჩაიარა გულწრფელ, ორმხრივ დიალოგში.
ჩვენ გადავწყვიტეთ სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება და პარლამენტის თავმჯდომარემ ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში დაპატიჟა“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.





