დავით მათიკაშვილი: ევრობიუროკრატია ცდილობს გაამართლოს ყველა ორმაგი სტანდარტით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც თვითონ ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარეობს
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: ვიდეოკადრი
ევრობიუროკრატია ცდილობს გაამართლოს ყველა ორმაგი სტანდარტით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც თვითონ ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ პოლონეთში მიმდინარე მოვლენებს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლონეთში მიმდინარე მოვლენები ევრობიუროკრატიისა და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან წარმოებული ორმაგი სტანდარტით განპირობებული პოლიტიკის შედეგია.
„ევრობიუროკრატია ცდილობს გაამართლოს ყველა ორმაგი სტანდარტით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც თვითონ ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ პოლონეთში მიმდინარე მოვლენებს. პრემიერ-მინისტრი თვითონ ევრობიუროკრატიის მხარდაჭერით ცდილობს, საკუთარი ძალისხმევა ბოლომდე ძალმომრეობით და ხელების გადაგრეხით განახორციელოს. პრეზიდენტს სხვა მოცემულობა და პოზიცია უკავია. ეს არის ევროკავშირში ევრობიუროკრატიისა და ცალკეული ქვეყნების მხრიდან წარმოებული ორმაგი სტანდარტით განპირობებული პოლიტიკის შედეგი, რომლის წახალისების მცდელობა ჩვენ საქართველოში არაერთგზის ვიხილეთ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.





