დავით მათიკაშვილი: ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სარჩელს სრულად დააკმაყოფილებს
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სარჩელს სრულად დააკმაყოფილებს, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მმართველი პარტიის სარჩელის მტკიცებულებითი შინაარსი იმდენად ღრმა და არსებითია, რომ მოპასუხე მხარეს ტყუილისა და აბსურდის გარდა, თავის დაცვა არაფრით არ შეუძლია.
მან ასევე გაიხსენა, რომ უკრაინაში, მოლდოვასა და ევროპის სხვა ქვეყნებში არაერთი პოლიტიკური პარტია აიკრძალა, რასაც ევრობიუროკრატია დემოკრატიული პროცესის ნაწილად აფასებს.
„როგორ შეიძლება პოლიტიკურ ლანდშაფტში იყვნენ ანტიეროვნული, კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედი პარტიები? ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სწორედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს აქვს მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც კრძალავენ ან ამართლებენ ამა თუ იმ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების გაუქმებას. ასე რომ აღარ უნდა ეს ცილისწამება და თითის აქეთ-იქით გაშვერა. ეს არის დემოკრატიული პროცესი და ჩვენ ამ სარჩელის წარმატებას ველით, როგორც ადგილობრივ სასამართლოში, ასევე სტრასბურგში“, - აცხადებს მათიკაშვილი.





