ეკა გიგაური წუხს, რომ ოპოზიცია მას შემდეგ დასუსტდა, რაც კონკრეტული ჯგუფების გარიყვა დაიწყეს
პოლიტიკა

ეკა გიგაური
ფოტო: facebook
ოპოზიციისა და „ენჯეოების“ საერთო სცენარი, შეთანხმებული მოქმედება და ეკა გიგაურის აღიარება. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დირექტორი წუხს, რომ ოპოზიცია მას შემდეგ დასუსტდა, რაც კონკრეტული ჯგუფების გარიყვა დაიწყეს. გიგაური ადასტურებს, რომ ყველაზე ძლიერები იყვნენ მაშინ, როცა ყველა ერთად იდგა და საქმეს ინაწილებდა.
ის პარტნიორებს ურჩევს, რომ ერთმანეთის დამუნათება და წარუმატებლობის გადაბრალება, ყველაზე ცუდი აზრია.
გიგაურის „ფეისბუკ“ პოსტს დაპირისპირება სოციალურ ქსელშივე მოჰყვა. მას თამარ ჩერგოლეიშვილი კრიტიკით გამოეხმაურა და მის შანტაჟში ამხილა. „ფედერალისტების“ ლიდერი ჰყვება, როგორ აშანტაჟებდა გიგაური მისი ქმრის პარტიას, რომ გაერიყათ ჩერგოლეიშვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამუშაო პროცესის ჩაშლით იმუქრებოდა.




