25 ოქტომბერი 2026, 14:13
ყაზახეთის პრეზიდენტის განკარგულებით, ლევან დიასამიძე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა
პოლიტიკა

ფოტო: საქართველოს საელჩო ყაზახეთში
გაზიარება
ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის განკარგულებით, ყაზახეთში საქართველოს ელჩი, ლევან დიასამიძე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა.
ინფორმაციას საქართველოს საელჩო ავრცელებს.





