შაკო ჩაჩანიძე: როგორც გავარკვიე, მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება. ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც ცოტა ხნის წინ, გიორგი დავითაძის ოჯახმა წამოიწყო
პოლიტიკა

შაკო ჩაჩანიძე
ფოტო: Facebook
პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი ა. მ. დაწესებულების თანამშრომელმა გააუპატიურა.
მისივე თქმით, ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც ცოტა ხნის წინ გიორგი დავითაძის ოჯახმა წამოიწყო.
„როგორც გავარკვიე, მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება. ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც ცოტა ხნის წინ, გიორგი დავითაძის ოჯახმა წამოიწყო. გასაგებია, რომ „ნაცების“ მიზანია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ დროინდელ სისხლიან რეჟიმსა და მწამებლებს როგორმე ასეთი ფეიკებით გაუთანაბროს, მაგრამ ამ ცრუ კამპანიის არავის სჯერა, ფაქტები ყოველთვის საპირისპიროზე მეტყველებს!
ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ადამიანის უფლებების დაცვაა, საზოგადოებამაც კარგად იცის!
იმედია, სახელმწიფო მკაცრად აგებინებს პასუხს ვლადიმერ მენაბდესა და „გურიის მოამბეს“ ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო!“, - წერს შაკო ჩაჩანიძე.
აღნიშნულ საკითხზე განცხადება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც გაავრცელა.





