ირაკლი კირცხალია საკონსტიტუციო სარჩელზე: ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა განცხადებებს აკეთებენ აგენტურა ქვეყნის შიგნით და მათი პატრონები ქვეყნის გარეთ
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია
ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა განცხადებებს აკეთებენ აგენტურა ქვეყნის შიგნით და მათი პატრონები ქვეყნის გარეთ, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც მმართველი პარტია 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ველი უნდა გაიწმინდოს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობიანმა გუნდმა, რომელმაც მიიღო საზოგადოებისგან დაკვეთა, რომლის შესრულების ვალდებულებაც გვაქვს, გაწმინდოს პოლიტიკური ველი იმ აგენტურისგან, რომელსაც უკვე ძალიან კარგად დაარქვა საზოგადოებამ თავისი სახელი. ვერცერთ ნომერს და ვერცერთ ფერს ისინი ვერ ამოეფარებიან“, - აცხადებს კირცხალია.





