შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში - იგნაციო კასისის მაღალი შეფასება საქართველოსთან პარტნიორობას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკა
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ეუთოს თავმჯდომარის რანგში შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოშია.
რეგიონში მიმდინარე პროცესები, ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები, საქართველოს გამოწვევები და ორგანიზაციის როლი - ეს საკითხები განიხილა იგნაციო კასისიმ ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრაზე.
შეხვედრები გაიმართა პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეა მინისტრთან და გენერალურ პროკურორთან.
შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შვეიცარია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოსთან პარტნიორობას და ელოდება ამ კავშირების გაძლიერებას. ეუთოს თავმჯდომარე დღეს საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.
იგნაციო კასისი ადგილზე გაეცნო უსაფრთხოების გამოწვევებს და არსებულ ვითარებას.
მეგი ნარსავიძის სიუჟეტი ნახეთ.




